ღირსი კელია კონსტანტინოპოლელი (+891) - 12 (25) თებერვალი
ღირსი კელია კონსტანტინოპოლელი (+891) - 12 (25) თებერვალი
ღირს კელიას სიყმაწვილიდანვე უყვარდა გლახაკების დახმარება, ქმრის სიმდიდრე ამის საშუალებას აძლევდა, მაგრამ ქმარი რამდენადაც მდიდარი იყო, იმდენად ძუნწი გახლდათ. ერთხელ სამი წელი ზღვაზე გემით სავაჭროდ იყო გასული. შინ როცა დაბრუნდა, ნახა, რომ ცოლს მის გარეშე ბევრი ფული დაეხარჯა გაჭირვებულთა დასახმარებლად. იგი ისე გამძვინვარდა, რომ ქალი წამებით მოკლა (891 წელს). მალე კელიას საფლავიდან უამრავი სასწაული აღესრულა და პატრიარქმა ანტონმა დედათა სავანე ააშენა მისი უხრწნელი სხეულისათვის. წმინდა კელიას დროს ცხოვრობდა ვინმე ქვრივი დედაკაცი, რომელიც დიდსულოვნად დაითმენდა მწარე სიღარიბეს და გულმოდგინედ იცავდა ღვთის მცნებებს, მას ღირს კელიასთან ერთად მოიხსენიებენ.

ბეჭდვა
1კ1