მართალი ტაბითა (I) - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი)
მართალი ტაბითა (I) - 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი)
ძველი სტილით 25 ოქტომბერს (ახალი სტილით 7 ნოემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს I საუკუნის ქრისტიან მოღვაწეს მართალ ტაბითას. აი, რას მოგვითხრობს მის შესახებ საქმე მოციქულთა:

"იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმინდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი" (საქმე მოციქულთა 9. 36-42).

ბეჭდვა
1კ1