წმინდა თეოკლიტა, საკვირველმოქმედი და აღმსარებელი (+829-842) - 03 (16) აგვისტო
წმინდა თეოკლიტა, საკვირველმოქმედი და აღმსარებელი (+829-842) - 03 (16) აგვისტო
წმინდა თეოკლიტა მცირე აზიაში დაიბადა და ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842 წლები) ჟამს ცხოვრობდა.

ბავშვობიდანვე დიდად შეიყვარა უფალი და წმინდა ცხოვრება არჩია. მშობლებმა, კონსტანტინემ და ანასტასიამ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ცოლად ვინმე ზაქარიას მიათხოვეს, რომელიც მალე დაარწმუნა, ღვთივსათნოდ ეცხოვრათ.
დიდად მოწყალემ თავი სხვათა სამსახურს, თვითსრულყოფას, წმინდა წერილის შესწავლას და უფლის მცნებათაებრ ცხოვრებას უძღვნა, მთელ დღეებს უპოვართ და საკუთარ მოახლეებს მსახურობდა.

ხოლო ოდეს ღვთისგან ამქვეყნიდან განსვლის ჟამი ეუწყა, ახლობელნი შეკრიბა და სიხარულით ამცნო ეს, ხოლო გარდაცვალების შემდგომ მის სხეულს ხრწნა არ შეჰხებია, მის მშობელთ კი შეეძლოთ, ყოველწლიურად გაეხსნათ თეოკლიტას კუბო, ახალი სამოსით შეემოსათ და გარდაცვლილისთვის წამოზრდილი თმა და ფრჩხილები მოეწესრიგებინათ.

ნეტარი დედის წმინდა ნაწილთაგან მრავალი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1