წმინდა მართალი გლიკერია ქალწული, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1522) - 13 (26) მაისი
წმინდა მართალი გლიკერია ქალწული, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1522) - 13 (26) მაისი
წმინდა გლიკერია ნოვგოროდელი ლეგოშეს ქუჩების მამასახლისის ქალიშვილი იყო. იგი დაახლოებით 1522 წელს გარდაიცვალა. მისი დაფარული ცხოვრებისა და მოსაგრეობის შესახებ, ის მოვლენებიც მეტყველებს, რაც მისი დაკრ-ძალვიდან 50 წლის შემდეგ მოხდა. 1572 წლის 14 ივლისს, როცა წმინდა გლიკერიას საფლავი გახსნეს, მისი სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსმა ლეონიდემ მისი სხეული საზეიმოდ დაასვენა წმინდა ფლორასა და ლავრას სახელობის ტაძარში. იმავე დღეს მოხდა სასწაულები მის კუბოსთან, რამდენიმე სული განიკურნა. ეს სასწაულები საფუძვლად დაედო მის კანონიზაციას.

ბეჭდვა
1კ1