ღირსი პლატონიდა ასური (+308) - 06 (19) აპრილი
ღირსი პლატონიდა ასური (+308) - 06 (19) აპრილი
ეს ღმერთშემოსილი დედა დიაკონისა იყო, შემდეგ კი, რადგანაც განმარტოებით მოღვაწეობა მოსწყურდა, ნიზიბიის უდაბნოს შეერთო და იქ დედათა მონასტერი დააარსა.

მონაზონთათვის ღირსი პლატონიდა ყოველგვარი სიქველის მაგალითად იქცა, სავანე მკაცრი ტიპიკონით ხელმძღვანელობდა, - დები საზრდელს დღეში ერთხელ იხმევდნენ, თავისუფალ დროს კი - სხვადასხვა საქმეს აღასრულებდნენ.

პარასკევობით, მაცხოვრის ჯვარცმის დღეს, ყოველგვარ საქმეს დააგდებდნენ და ცისკრიდან მიმწუხრამდე ტაძარში ლოცვად იდგნენ, მსახურებათა შუალედებში კი წმინდა წერილი განმარტებებითურთ იკითხებოდა.

წმინდა დედა, რომელმაც სავანეს სწორედ თავისი წმინდა ცხოვრებით - სიყვარულით, უძილო ლოცვით, ქველი საქმეებით და სიმდაბლით ჩაუდგა სული, 308 წელს მიიცვალა.

მისი ლოცვით შეგვიწყალე, ღმერთო!

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა იოანესი (ბოიკოვისა), პრესვიტერისა (+1934), მღვდელმოწამისა იაკობისა (ბოიკოვისა), პრესვიტერისა (+1943), ღირსისა სებასტიანესი (ფომინისა), ყარაგანდელსა, აღმსარებელისა, სქემარქიმანდრიტისა (+1966)
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ხსენება ორი ასკალონელი მოწამისა, მიწაში წელამდე შთაფლულთა
* * *

ბეჭდვა
1კ1