წმინდა თეოსებია (თეოზვა) დიაკონისა - 10 ( 23) იანვარი
წმინდა თეოსებია (თეოზვა) დიაკონისა - 10 ( 23) იანვარი
წმინდა გრიგოლ ნოსელისა და ბასილი დიდის და, ნეტარი თეოზვა დიაკონისა - ქალწული, ტაძარში დიაკონისად მსახურობდა. იგი გამოირჩეოდა ქველმოქმედებითა და კეთილმსახურებით. თეოზეა სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოებისათვის ამზადებდა.

სამი წლის განმავლობაში იგი გადასახლებაში თან ახლდა წმინდა

გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. ნეტარი თეოზვა დიაკონისა ქრისტიანული ღვაწლის აღსრულებაში ეხმარებოდა უმცროს ძმას წმინდა პეტრე სებასტიელს უფლისათვის სათნო ყველა იმ ვალის აღსრულებაში, რასაც სიკეთის ქმნა და მოყვასის სიყვარული ეწოდება.

ხატის წყარო



ბეჭდვა
1კ1