წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე) - 12 (25) ნოემბერი
წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე) - 12 (25) ნოემბერი
წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ბეჭდვა
1კ1