მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა
 მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა
წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები იყვნენ.
იოანე ნათლისმცემლის შობა სასწაულებით იყო სავსე. მისმა მშობლებმა - მართალმა ზაქარიამ და ელისაბედმა ხანდაზმულობის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ისრაელიანთა შორის უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა. მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.

მართალი ზაქარია მღვდელმთავარი იყო. ერთხელ, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსახურებას აღასრულებდა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ უფალმა მათი ლოცვა შეისმინა, მისი ცოლი ელისაბედი შობდა ძეს, რომელიც იქნებოდა "დიდ წინაშე უფლისა". ანგელოზმა ისიც აუწყა, რომ ყრმისთვის იოანე ეწოდებინა. ზაქარია დაეჭვდა, რადგან ის და მისი მეუღლე ხანდაზმულები იყვნენ. მცირედმორწმუნეობის გამო დაისაჯა - დამუნჯდა. როგორც მთავარანგელოზმა ამცნო, იგი ვერ იმეტყველებდა მანამ, სანამ მისი ძე არ იშვებოდა. ეს მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მთავარანგელოზ გაბრიელისგან ხარებამდე 6 თვით ადრე...

KARIBCHE

მართალი ელისაბედის შეხვედრა ღვთისმშობელთან


ცხრა თვის თავზე მართალმა ელისაბედმა მართლაც შვა ძე, რომელსაც, ღვთის ნებისაებრ, მართალი ზაქარიას მინიშნებით იოანე უწოდეს, მათ სახლში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. იცოდნენ - იმ ყრმის მამა, რომელიც უნდა დაბადებულიყო, აგერ უკვე ცხრა თვეა, ვერ ლაპარაკობდა და სწორედ ყრმის შობის შემდეგ უნდა ამოედგა ენა. ყველა ელოდა ამ სასწაულის აღსრულებას. მართლაც, ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით მამამისი სასჯელისგან იხსნა. ზაქარია ადიდებდა უფალს და სულიწმინდის მადლით აღვსილი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უდიდეს წინასწარმეტყველზე: "და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისა განმზადებად გზათა მისთა".

არ იხმიოს ღვინო და თაფლუჭი არ ჭამოსო, - წარმოთქვამს ასევე მის მიმართ. ზაქარია წინასწარმეტყველებს ისრაელის მომავალზე და მოიხსენიებს მამამთავარ აბრაამსაც...

ამგვარად მოევლინა კაცობრიობას წინამორბედი უფლისა, იოანე წინასწარმეტყველი, რომლისგანაც ინება განკაცებულმა უფალმა ნათლისღება, როდესაც იგი სინანულს ქადაგებდა და წყლით ნათელს სცემდა ისრაელიანებს. ამიტომაც ეწოდა ნათლისმცემელი.
ბეჭდვა
1კ1