მართალი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა (I) - 28 აგვისტო (10 სექტემბერი)
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა (I) - 28 აგვისტო (10 სექტემბერი)
წმინდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. ეს ის მოხუცი ქალბატონია, რომელმაც სვიმეონ მიმრქმელთან ერთად იხილა ტაძარში ყრმა იესო. აი, რას წერს მასზე ლუკა მახარებელი: "იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანოელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რო-მელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში; 84 წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში" (ლკ .2,36-38). როგორც ითქვა, მოხუცი, 84 წლის ანა ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს "ჩვეულებისა მისებრ შჯულისა". სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.
........................

აქვე წაიკითხეთ:

მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი (I საუკუნე) - 03 (16) თებერვალი

ბეჭდვა
1კ1