ზაქარია ნამგლისმხილველი (12 წინასწარმეტყველთაგანი; †620/520 წლები ქრისტეს შობამდე) - 08 (21) თებერვალი
ზაქარია ნამგლისმხილველი (12 წინასწარმეტყველთაგანი; †620/520 წლები ქრისტეს შობამდე) - 08 (21) თებერვალი
წმინდა ზაქარია წინასწარმეტყველი, მანგლისმხილველი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანია. 70 წელი იმყოფებოდნენ იუდეველები ბაბილონის ტყვეობაში, მაგრამ ბოლოს მეფე კვიროსმა გაათავისუფლა ისინი და ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ მიტაცებული სიწმინდეები დაუბრუნა.

დაბრუნებიდან მეშვიდე თვეს იუდეველებმა დანგრეული სამსხვერპლო აღადგინეს, შემდეგ კი ტაძრის აღორძინებასაც შეუდგნენ. კეთილმსახური ადამიანები უხვ შემოწირულობებს გაიღებდნენ, მაგრამ ბოროტი ადამიანების, ავაზაკებისა და წარმართების მანქანებით მშენებლობა ჭიანურდებოდა.

ისრაელში სარწმუნოებრივი სულისკვეთების განსახორციელებლად უფალმა მათ შორის ორი წინასწარმეტყველი - ანგია და ზაქარია გამოარჩია.

ზაქარია ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როდესაც უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისაკენ მოუწოდა და არაამქვეყნიური სახილველების ჭვრეტის ღირსი გახადა.

სწორედ ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნშია გაცხადებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენები, მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9), უფლის 30 ვერცხლად გაყიდვა და ამ საზღაურით მეკეცის მიწის შესყიდვა (11,12-13), მაცხოვრის გვერდის განგმირვა (12,10), მოციქულთა გაფანტვა გეთსიმანიის ბაღში (13,7), მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების ჟამს (14,6-7).

გადმოცემის თანახმად, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. იგი იერუსალიმის მახლობლად დაკრძალეს თავის დიდ თანამედროვე და თანამოსაგრე ანგიას გვერდით.

ზაქარია წინასწარმეტყველს "მანგლისმხილველს" ვუწოდებთ, რადგან ჩვენებით იხილა მანგალივით (ნამგალივით) მოდრეკილი გრაგნილი, რომელიც რისხვის მომასწავებლად დაფრინავდა ჰაერში (5,1-2).

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1