წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსან ნაწილთა (მკლავის) გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლს - ხსენება 07 ( 20) იანვარს
წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსან ნაწილთა (მკლავის) გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლს - ხსენება 07 ( 20) იანვარს
იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილთა სებასტიაში დაკრძალვიდან გარკვეული ხნის შემდგომ მახარებელი ლუკა მათ თაყვანსაცემად მობრძანდა და მისი პატიოსანი მარჯვენა მშობლიურ ანტიოქიაში წაიღო.

ამ უდიდესმა სიწმინდემ ანტიოქიაში აუმრავი სასწაული აღასრულა.

ადგილობრივი წარმართნი, ჩვეულებისამებრ, ყოველწლიურად თითო ნორჩ ქალწულს (მსხვერპლს წილისყრით ირჩევდნენ) სწირავდნენ უსაზარლეს გველს, რომელსაც ღმერთად თვლიდნენ.

ერთხელ, ერთ - ერთი მორიგი მსხვერპლის საბრალო მამამ, რომელიც მწუხარებისგან ლამის შეიშალა, იმ ტაძარში მიირბინა, სადაც უფლის ამ უდიდესი სათნომყოფელის წმინდა ნაწილნი განისვენებდნენ და მისი მარჯვენიდან ერთ - ერთი თითი მოიპარა.

იმ დროს, როდესაც კერპთმსახურნი გოგონას გველის საზარლად დაფჩენილ ხახაში უპირებდნენ ჩაგდებას, მამამისმა იქ წმინდა იოანეს თითი ჩააგდო, რის შემდეგაც მხეცი უსულოდ დაეცა.

მოგვიანებით იმ ადგილას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ულამაზესი ტაძარი ააგეს,

დიდი ხნის შემდგომ, როდესაც წმინდა იოანეს ნაწილთაგან აღსრულებული ურიცხვი სასწაულის ამბები ღვთისმოყვარე იმპერატორების, კონსტანტინე მეშვიდისა და რომან მეორის (956 - 957 წლები) ყურს მისწვდა, ერთ დიაკონს, სახელად იობს მათი კონსტანტინოპოლს გადმობრძანება დაავალეს.

იოანე ნათლისმცემლის მარჯვენას ქალაქი სწორედ ნათლისღებისწინა საღამოს დახვდა.

დღეს ეს სიწმინდე ათონზე, დიონისიატის მონასტერში ინახება.
..............................

სურათის წყარო


ბეჭდვა
1კ1