წმინდა წინასწარმეტყველი მალაქია - 03 (16) იანვარი
წმინდა წინასწარმეტყველი მალაქია - 03 (16) იანვარი
წმინდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400 - ზე მეტი ხნის წინ, სწორედ იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფემ, კიროსმა დაიმორჩილა და იუდეველთ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა.

მალაქია წინასწარმეტყველი თავისი სათნოებითა და სიკეთით ადამიანებს აოცებდა, სწორედ ამიტომ ეწოდა "მალაქია", რაც ანგელოსს, მახარებელს ნიშნავს.
მალაქიას წინასწარმეტყველება ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნთა შორისაა, რომლებშიც ეს წმინდა კაცი იუდეველთ ამხელს და ქრისტეს და მისი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს წინასწარმეტყველებს (3, 1-5; 4, 1-6).

მალაქიას წინასწარმეტყველთა "ბეჭედს" უწოდებენ, რამდენადაც იგი იყო უკანასკნელი იმ მართალთაგან, ვისაც უფალმა წინასწარმეტყველების მადლი მიანიჭა.

მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე, 400 - ზე მეტი წლის მანძილზე, ებრაელთა შორის საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა.

ეპისკოპოს პალადის აზრით, მალაქიას მოღვაწეობა მზის ჩასვლას მიაგავს, რომელიც უკანასკნელად მიჰფენს მანათობელ სხივს ძველი აღთქმის სულიერ წყვდიადს და, ამავდროულად, მზის აღმოცისკრებას გვაუწყებს.

კონდაკი, ხმა 4.

წინაისწარმეტყუელე შენ ნიჭითა წინაისწარმეტყუელებისა სისმდიდრისათა და მოგვითხრენ ჩუენ ცხადად მოსლვაი ქრისტესი, სოფლისა მაცხოვრისა, რომლისა ბრწყინვალებითა განათლდა სოფელი.

ბეჭდვა
1კ1