წინასწარმეტყველი სოფონია, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანი (640 - 609 წლები ქრისტეს შობამდე) – 03 (16) დეკემბერი
წინასწარმეტყველი სოფონია, 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანი (640 - 609 წლები ქრისტეს შობამდე) – 03 (16) დეკემბერი

წმინდა სოფონია მცირე წინასწარმეტყველთაგან მეცხრეა, იერუსალიმში, დაახლოებით, 640-609 წლებში ცხოვრობდა, მისი სახელი კი ებრაულად ასე ითარგმანება - "უფალს იცავს".



წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე, იგი დიდგვაროვანი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.

წმინდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.
...

ტროპარი:

წინასწარმეტყუელისა შენისა სოფონიასსა, უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი:
იქმენ შენ საღმრთოითა სულითა მხილველ ნათლისა მის საღმრთოსა, წინასწარმეტყუელო სოფონია, და ღმრთისა გა¬მოჩინებაი ხმა-ჰყავ, ვითარმედ: გიხაროდენ ფრიად, ასულო იერუსალემისაო, აჰა ესერა მეუფეი შენი მოვალს მაცხოვარი.

 

ბეჭდვა
1კ1