წმინდა კეთილმსახური თავადი იგორ ჩერნიგოველი (+1147) და ამ დღეს ხსენებული რუსი ახალმოწამენი - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა კეთილმსახური თავადი იგორ ჩერნიგოველი (+1147) და ამ დღეს ხსენებული რუსი ახალმოწამენი - 19  სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა იგორი XII საუკუნეში ცხოვრობდა სათავადოებს შორის სისხლისმღვრელი ომების დროს. მისი უფროსი ძმა, ვსევოლოდი, ორი წელი მართავდა კიევს, განუწყვეტლივ ომობდა და აიმხედრა მთელი კიევის ბოიარობა. სიკვდილის წინ იგორი თავის მემკვიდრედ დაასახელა, მაგრამ კიევის ვეჩემ უარი თქვა თავადის ანდერძის ასრულებაზე. იგორი შეიპყრეს და თეოდორეს მონასტერში ჩაამწყვდიეს. იქ კეთილმსახური თავადი მონაზვნად აღიკვეცა. ერთი წლის შემდეგ ვეჩემ მისი სიკვდილი გადაწყვიტა. ბრბო შეიჭრა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს, შეიპყრო თავადი და წამებით მოკლა. წმინდა იგორის ნაწილები ქალაქ ჩერნიგოვის მაცხოვრის ეკლესიაში ასვენია.

...........................

მღვდელმოწამე კონსტანტინე გოლუბევი, მღვდელი (+1918); ორნი ბოგოროდელი მოწამენი, სახელები უცნობია (+1918); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ისკროვსკი (+1919); მღვდელმოწამე ნიკოლოზ სმირნოვი (+1938); ღირსმოწამე მარიამი (მამონტოვა-შაშინა, +1938)

ამ წმინდა ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

@2047@

ბეჭდვა
1კ1