წმინდა კეთილმსახური მთავარი თეოდორე სმოლენსკელი და ძენი მისნი: დავითი და კონსტანტინე, იეროსლაველი საკვირველმოქმედნი (XIII-XIV) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა კეთილმსახური მთავარი თეოდორე სმოლენსკელი და ძენი მისნი: დავითი და კონსტანტინე, იეროსლაველი საკვირველმოქმედნი (XIII-XIV) - 19 სექტემბერი (2 ოქტომბერი)
წმინდა თეოდორე სმოლენსკის თავად როსტისლავის ვაჟი იყო. ის სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა, თითოეული მისი საქმე ღვთის მცნებების მიხედვით აღესრულებოდა. იყო სამართლიანი, მოწყალე. ზრუნავდა ქვრივ-ობლებსა და გლახაკებზე. მარხულობდა მონაზონივით, ლოცულობდა, როგორც სახლში, ისე ეკლესიაში. განამშვენა ტაძრები და, რაც მთავარია, საკუთარი სული.

როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დალოცა ცოლ-შვილი, თავი მონასტერში წააყვანინა, სქემა შეიმოსა, ყველასგან შენდობა ითხოვა, ყველა აკურთხა და 1299 წლის 19 სექტემბერს მშვიდად აღესრულა. 1463 წლის 5 მარტს არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ აღმოიყვანა სამი წმინდა თავადის-თეოდორესა და მისი ვაჟების დავითის და კონსტანტინეს უხრწნელი ნაწილები და ისინი ერთ კუბოში ჩაას¬ვენა. ეს წმინდა მოწამენი ახლა იაროსლავში, წმინდა თეოდორეს სახელობის საკათედრო ტაძარში ასვენია.

ბეჭდვა
1კ1