წმინდა მოწამე იოანე კრეტელი (+1811) - 15 (28) სექტემბერი
წმინდა მოწამე იოანე კრეტელი (+1811) - 15 (28) სექტემბერი
წმინდა მოწამე იოანე XVIII საუკუნის ბოლოს დაიბადა. როცა ოცი წლის იყო, ახალ ეფესოში (ახლანდელი ქუშადასი) მიწათმოქმედებას მისდევდა. ერთხელ მეგობრებთან ერთად წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე წავიდა. მეგობრებმა ბევრი ღვინო დალიეს, დათვრნენ. თურქმა ჯარისკაცებმა ახალგაზრდებისგან უცხოელებისთვის დაწესებული გადასახადის აღება მოინდომეს. მათ უარი უთხრეს. კამათს ჩხუბი მოჰყვა, ერთი თურქი ახალგაზრდა ბერძენს შემოაკვდა, დანარჩენი ნაცემი თურქები გაიქცნენ, თან იმუქრებოდნენ სამაგიეროს გადახდითო. წმინდა იოანე თავის უდანაშაულობაში დარწმუნებული შინ მშვიდად დაბრუნდა. მეორე დღეს მოვიდნენ თურქები, შეიპყრეს და საქმის გაურჩევლად ციხეში ჩააგდეს. მყრალ დილეგში მან 16 დღე დაყო, მშიერ-მწყურვალმა, იშვიათად თუ ნარჩენს ჩაუგდებდნენ ხოლმე. სასამართლოზე მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო და გადაწყვიტა, განაჩენის აღსრულება გადაედო, მაგრამ მოკლულის ძმამ შესთავაზა, იოანე მხოლოდ იმ პირობით გაეთავისუფლებინათ, თუ ისლამს მიიღებდა. ჭაბუკს ყველანაირი პატივი შესთავაზეს რწმენის ღალატის სანაცვლოდ. მაგრამ მტკიცედ დადგა, ქრისტემ მას მისცა ძალა მზაკვრის ზეწოლისთვის გაეძლო, მისი გული სიხარულით და მოწამეობის დაუთმენელი სურვილით აღავსო. როცა სახრჩობელაზე მიჰყავდათ, წმინდა იოანეს სახე სიხარულისგან უბრწყინავდა და ყოველ გზად შემხვედრ ქრისტიანს მიწამდე თაყვანს სცემდა და შენდობას სთხოვდა.

1811 წლის 15 სექტემბერს დასჯის ღამეს ზეციური ნათელი მოეფინა წმინდანის სხეულს, რაც მოწმობდა რწმენის ღვთაებრივ ძალაზე.

ბეჭდვა
1კ1