ღირსმოწამე მაკარი თესალონიკელი (+დაახლ. 1523/1527) - 14 (27) სექტემბერი
ღირსმოწამე მაკარი თესალონიკელი (+დაახლ. 1523/1527) - 14 (27) სექტემბერი
წმინდა მაკარი მოწაფე გახლდათ წმინდა ნიფონტე II კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და მასთან ერთად მივიდა ათონზე, ვათოპედის მონასტერში XVI საუკუნეში. მისი წარმოშობის შესახებ ცნობები არ შემონახულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ პატრიარქის მოწაფე გახლდათ და მოწამებრივად აღესრულა. ის მობაძავი იყო მისი ღვაწლისა და ანგელოზებრივი ცხოვრებისა. მიხედავად ამისა მას სურვილი გაუჩნდა სიცოცხლე მოწამებრივად დაესრულებინა. მან ვერ შეძლო თავისი იდუმალი სურვილების დაფარვა და პატრიარქს გაანდო, რომელი საპატრიარქო ტახდიდან მეორედ გაძევების შემდეგ ვათოპედის მონასტერში იყო დაყუდებული. წმინდა ნიფონტმა მას მოუსმინა და სული წმიდით განჭვრიტა, რომ ამაში იყო ღვთის ნება და მშვიდად უთხრა: "ღმერთი შეგეწიოს შვილო მოწამებრივ გზაზე; შენს სურვილს უფალი აღასრულებს თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით და მოწამებრივ გვირგვინს გიბოძებს". პატრიარქმა სულიერი შვილი დალოცა, ჯვარი გამოსახა, ეამბორა და მშვიდობით გაუშვა. წმინდა მაკარმა მთაწმინდა დატოვა და თესალონიკში ჩავიდა. ხელსაყრელი დრო ნახა, მოედანზე შეკრებილ მუსლიმანებთან მივიდა და მათ იესო ქრისტე უქადაგა. თურქები გააოცა და გააცოფა ბერის კადნიერებამ. ეცნენ, ჯერ ჯოხებით ცემეს, მერე ხანჯლები გაუყარეს, სისხლი წყაროსავით წამოუვიდა წმინდანს. მერე კი საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს გამოიყვანეს და მისი ისლამზე მოქცევა სცადეს. რაზეც წმინდა მაკარმა უთხრა: "ჰოი, ნეტავ შეიცნოთ სიმართლე და ჭეშმარიტება ჩვენი ქრისტიანული რწმენისა, დაუტევოთ თქვენი მცდარი სარწმუნოება და მოინათლოთ წმინდა სამების სახელზე". როგორც კი ეს წარმოთქვა, თურქები ეცნენ, ჯერ ხანჯლები გაუყარეს, ხოლო მერე ღირს მაკარს პატიოსნი თავი მოჰკვეთეს. აი ასე მოწამებრივად აღესრულა ღირსი მაკარი, რომლის სიკვდილიც სული¬წმიდის მიერ იხილა წმინდა ნიფონტმა, მან თავის მოწაფეს უთხრა: იცოდე, შვილო, შენი სულიერი ძმა მაკარი დღეს მოწამებრივად აღესრულა და ზეცაში აღვიდა და იქ უფალში ხარობს".

ღირსი მაკარი ევნო 1527 წლის 14 სექტემბერს. სხვადასხხვა წყაროს წმინდა მაკარის გარდაცვალების სხვადასხვა წელს ასახელებს, მათ შორის 1522, 1523, 1527 წლებს.

ბეჭდვა
1კ1