წმინდა მოწამე პაპიოსი (IV) - 14 (27) სექტემბერი
წმინდა მოწამე პაპიოსი (IV) - 14 (27) სექტემბერი
წმინდა პაპიოსი ლიკაონიიდან (ქვეყანა მცირე აზიაში) იყო. ის III საუკუნის ბოლოს, IV საუკუნის დასაწყისში ეწამა, მაქსიმიანეს მეფობისას, მაშინ ქალაქის მმართველი ვინმე მაგნე იყო. წმინდანი ათასგვარი საწამებლით აწამეს: მას ყბები და ღაწვები ცემით შეუნგრიეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და რკინის ბრჭყალებით უსერავდნენ სხეულს. ბოლოს კი რკინის ლურსმნებიანი ფეხსაცმელი ჩააცვეს და აიძულეს ასე გაჰყოლოდა ჯალათებს. ამგვარ ტანჯვაში მიაბარა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1