წმინდა მოწამენი: მაკრობიოსი და გორდიანე (IV); წმინდა მოწამენი: ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე (+320) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: მაკრობიოსი და გორდიანე (IV); წმინდა მოწამენი: ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე (+320) - 13 (26) სექტემბერი
წმინდა მოწამენი: გორდიანე, მაკრობიოსი, ილია, ზოტიკე, ლუკიანე და ვალერიანე ეწამენ იმპერატორ ლიცინიუსის მეფობისას 312 და 320 წლებს შორის. მაკრობიოსი კაპადოკიელი იყო, გორდიანე კი პაფლაგონიიდან, ისინი სიყრმიდანვე ქრისტეს სიყვარულით აღიზარდნენ. ორივე იმპერატორის სასახლის კარზე ტრაპეზს ემსახურებოდა.

გამორჩეული მშვენიერებისა და ახოვნების გამო მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. იმპერატორმა მათი ღვთისადმი სიყვარული და რწმენა რომ იხილა, მოინდომა ისინი ქრისტესგან განეყენებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ამიტომაც მოწამენი მცირე სკვითიაში გადაასახლეს, იმპერატორს იმედი ჰქონდა, რომ სამშოლოდან შორს ყოფნა და დროის გასვლა მათ რწმენას შეარყევდა. როცა ქალაქ ტომგას (ახლანდელი კონსტანცა, რუმინეთში. მაშინ ეს ქალაქი მცირე სკვითიას დედაქალაქი იყო) მიაღწიეს, იქ შეხვდნენ ზოტიკეს, ლუკიანეს და ილიას - უფლის ერთგულ მონებს, რომლებიც ასევე წარუდგინეს მმართველ მაქსიმინეს ქრისტიანობის აღმსარებლობისთვის. მრავალრიცხოვანი სატანჯველების შემდეგ პირველად გორდიანე და მაკრობიოსი აღესრულნენ ქრისტესთვის, ისინი ცოცხლად დაწვეს. მათ შემდეგ, დაახლოებით 320 წელს ზოტიკე და ლუკიანე მახვილით მოკლეს, მოგვიანებით კი სიცოცხლეს გამოასალმეს ილია. ვალერიანემ დიდად განიცადა მეგობრების სიკვდილი, მწარედ ტიროდა მეგობრების საფლავთან და ამ მწუხარებაში აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1