წმინდა მოწამე ფავსტე (III) და ამ დღეს ხსენებული სხვა წმინდანები - 16 ივლისი (29 ივლისი)
წმინდა მოწამე ფავსტე (III) და ამ დღეს ხსენებული სხვა წმინდანები - 16 ივლისი (29 ივლისი)
დაახლოებით 251 წელს იმპერატორ დეციუსის დროს ქრისტიანების დევნისას ქრისტიანი ფავსტე თავისი რწმენის უშიშრად აღიარების გამო შეიპყრეს და ჯვარს აცვეს. ის ხუთი დღის მანძილზე დაითმენდა ტკივილებს. შემდეგ კი ისრები ესროლეს და ასე ჩააბარა მან სული უფალს. ადგილი თუ სად აწამეს, ამის შესახებ ცნობა არ შემონახულა.
.....................................

წმინდა მოწამე ათინოგენე (+დაახლ. 196) - 16 ივლისი (29 ივლისი)

წმინდა ათინოგენე ქრისტეს რწმენისთვის ეგვიპტეში ცეცხლში დაწვეს, შესაძლოა, ეს სეპტიმიუს სევერუსის დროს მოხდა (დაახლოებით 196 წელს).
......................................

ახალმოწამენი: ღირსმოწამე თეოდორე (ნიკიტინი, +1937); მოწამე ივანე პროტოპოპოვი (+1937); მღვდელმოწამე იოანე მოჟირინი (+1937); მღვდელმოწამე პეტრე გავრილოვი (+1937); მღვდელმოწამე იაკობი (მასკაევი, +1937), ბარნაულის მთავარეპისკოპოსი; ღირსმოწამე არდალიონი (პონომარევი, +1937)
მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1