წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი -ალევტინა-ვალენტინა და ქიონია (+308) - 16 ივლისი (29 ივლისი)
წმიდა მოწამე პავლე და მასთან ორნი დანი -ალევტინა-ვალენტინა და ქიონია (+308) - 16 ივლისი (29 ივლისი)
ეს წმინდა მოწამენი წარმოშობით ეგვიპტელები იყვნენ. ისინი იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ქრისტიანთა დევნისას შეიპყრეს და ქალაქ პალესტინის კესარიაში მიიყვანეს და იმ მხარის მმართველთან დასაკითხად წარადგინეს. მათ მხნედ აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რის გამოც მათ ჯერ მარცხენა ფეხი დაუწვეს, შემდეგ კი დანებით მარჯვენა. თვალები ამოჩიჩქნეს და სხვა ქრისტიან ქალებთან და კაცებთან ერთად დასაწვავად გადასცეს, რის შემდეგაც ისინი აღესრულნენ კიდეც. მანამდე წმინდა ქიონია ხეზე დაკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. მისმა დამ ალევტინამ, მსაჯულს ფეხებით დაუმსხვრია სამსხვერპლო, რისთვისაც უმოწყალოდ აწამეს. წმინდა პავლემ კი მოიდრიკა მუხლნი და ცრემლმორეულმა ჯერ ქრისტიანთა შეწევნისთვის ევედრა უფალს, მერე კი წარმართებისთვის, რათა ღმერთი შეემეცნათ და ქრისტიანთა დევნისთვის თავი დაენებებინათ. ამის მერე მას თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1