წმინდა მოწამენი: ისავრო დიაკონი, ინოკენტი, ფილიქსი, ერმოსი, ბასილი, პერეგრინე და ორნი ქალაქის მთავარნი: რუფე და რუფინე (+283-284) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა მოწამენი: ისავრო დიაკონი, ინოკენტი, ფილიქსი, ერმოსი, ბასილი, პერეგრინე და ორნი ქალაქის მთავარნი: რუფე და რუფინე (+283-284) - 6 ივლისი (19 ივლისი)
ისავრო, ბასილი და ინოკენტი წარმოშობით ათენელნი იყვნენ და ნუმერიანეს (284 წელი) იმპერატორობისას ცხოვრობდნენ, ქალაქ აპოლონიაში ჩავიდნენ, სადაც ანგელოზის ხილვის ღირსნი შეიქნენ და სამოღვაწეოდ ერთ მღვიმეში განმარტოვდნენ.

მოკლე ხანში ისინი სამმა ქრისტიანმა - ფელიქსმა, ერმოსმა და პერეგრინემ იპოვეს, დროდადრო მოსაგრეებს საკვებს და ცხოვრებისთვის სხვა აუცილებელ ნივთებს უზიდავდნენ, სანაცვლოდ კი წმინდა ისავროსაგან სულიერად განისწავლებოდნენ და მტკიცდებოდნენ.


გარკვეული ხნის შემდეგ ისავროს კურთხევით ჭაბუკებმა ქონებაზე უარი თქვეს, რაც ებადათ, მოწყალებად გასცეს და მოსაგრეებს შეუერთდნენ.
მათმა მშობლებმა არაერთგზის სცადეს შვილების კვლავ გაწარმართება, მაგრამ ამაოდ.

მაშინ ნეტარნი აპოლონიის პრეფექტ ტრიფონტთან დაასმინეს, რომელმაც ქრისტიანთა შეპყრობა ბრძანა და ფელიქსს, ერმოსსა და პერეგრინეს თავების წარკვეთა მიუსაჯა.

ისავრო თანამოღვაწეებითურთ პრეფექტის ვაჟს, აპოლონიუსს გადასცეს, რომელმაც მოწამენი წყლითა და ცეცხლით ტანჯა, თუმცა, ვერა ავნო, ამ სასწაულმა კი მრავალი წარმართი მოაქცია, მათ შორის, ორი ძმა, რუფე და რუფინე, სენატორის ვაჟნი.

მრავალი ტანჯვის მიუხედავად ისავრო, ბასილი და ინოკენტი მახვილით განგმირეს.

ბეჭდვა
1კ1