წმინდა მოწამეთა: ინას, პინას და რიმას - წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (I-II) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა მოწამეთა: ინას, პინას და რიმას - წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (I-II) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა მოწამენი: ინა, პინა და რიმა გოთების ტომებს ეკუთვნოდნენ (იმპერატორ ბასილის თვენის მიხედვით, ისინი სკვითები იყვნენ და ჩრდილოეთის ქვეყანაში ცხოვრობდნენ), რომლებიც დღევანდელ ყირიმში, ზღვისპირას, ბალაკლავადან სუდაკამდე ცხოვრობდნენ. გადმოცემით ისინი ანდრია მოციქულის მოწაფეები იყვნენ. ისინი სახარებას უქადაგებდნენ ბარბაროსებს, მრავალი მოაქციეს და მონათლეს. ამის გამო ადგილობრივმა მთავარმა წმინდანები შეიპყრო და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. მაგრამ მათ არ უარყვეს ქრისტე. იმ ხანებში სასტიკი ზამთარი იდგა. მდინარეები ისე იყო გაყინული, რომ მასზე ადამიანების გარდა, ურმებიან ცხენებსაც შეეძლოთ გადასვლა. მთავარმა ბრძანა, ყინულჭრილში ძელები ჩაედოთ, წმინდანები მათზე მიებათ და ნელ-ნელა ჩაეშვათ გათოშილ წყალში. როცა ყინულმა მოწამეთა კისრებს უწია, საშინელი ყინვით გატანჯულმა მარტვილებმა სული უფალს შეჰვედრეს. ქრისტიანებმა მათი ცხედრები წყლიდან ამოიღეს და დაკრძალეს, გოთების ეპისკოპოსმა გოდლამ (იმპერატორ ბასილის თვენის მიხედვით) წმინდა მოწამეთა ნაწილები მიწიდან ამოიღო და საკუთარი მხრით ტაძარში შეაბრძანა. შვიდი წლის შემდეგ წმინდანები გამოეცხადნენ იმავე ეპისკოპოსს და უბრძანეს, მათი სხეულები ალიკში (დღევანდელი ალუშტა, შავი ზღვის პირას, იალტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 43 კილომეტრში მდებარეობს).

ბეჭდვა
1კ1