წმინდა მოწამენი: არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი (+დაახლ. 306) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა მოწამენი: არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი (+დაახლ. 306) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა მოწამე არისტოკლე კვიპროსის ქალაქ ტამასოსის საკათედროს ტაძრის მღვდელი გახლდათ.

იმპერატორ მაქსიმიანეს მეფობის დროს (305-311) ქრისტიანების საშინელი დევნა გაჩაღდა. მაშინ წმინდა არისტოკლე უდაბნოში გადაიმალა და ერთ-ერთი მთის მღვიმეს შეაფარა თავი.

ერთხელ, ლოცვის დროს, წმინდანს ზეციური ნათელი მოეფინა და ზეციდან ხმა მოესმა, რომელმაც მას კვიპროსზე მდებარე სალამანის მიტროპოლიაში უბრძანებდა წასვლას და იქ ქრისტეს რწმენისთვის მოწამებრივად აღსრულებულიყო. ზეციური ნათლით და ღვთაებრივი ხმით გაძლიერებულმა წმინდანმა მაშინვე მოიშორა წამების შიში და სალამისკენ გაემართა. ტყეში მიმავალ გზაზე ის წმინდა ბარნაბა მოციქულის ეკლესიაში შევიდა, სადაც დიაკვანი დიმიტრი და წიგნისმკითხველი ათანასე შეხვდნენ დიდი სიყვარულით. საუბრისას არისტოკლემ მათ სალამანში წასვლის მიზეზი გაუმხილა და ხილვის შესახებ მოუთხრო. ამ ამბის მოსმენის შემდეგ, დიმიტრის და ათანასესაც დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდათ სალამანში არისტოკლესთან ერთად წასულიყვნენ და ქრისტესთვის მომკვდარიყვნენ. როცა სალამანს მიაღწიეს, ერთ შემაღლებულ ადგილას ავიდნენ, რათა ყველას დაენახა და ხმამაღლა დაიწყეს იესო ქრისტეს ქადაგება, რომელსაც ადიდებდნენ, ხოლო წარმართულ ღმერთებს, ბილწ კერპებს შეურაცხყოფდნენ; წარმართებმა ისინი მაშინვე შეიპყრეს და დასაკითხად მმართველთან მიიყვანეს. მისი ბრძანებით წმინდა არისტოკლეს თავი მოჰკვეთეს, ხოლო წმინდა დიმიტრისა და ათანასეს ათასნაირი სატანჯელის შემდეგ ცეცხლში დაწვა მიუსაჯა. მაგრამ, რადგანაც ისინი ცეცხლში იდგნენ და სტიქიამ მათ ვერაფერი ავნო, თავი მოჰკვეთეს. წმინდა მოწამენი დაახლოებით 306 წელს აღესრულნენ.

ბეჭდვა
1კ1