მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312) - 20 ივნისი (3 ივლისი)
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა მეთოდემ სიყრმიდანვე ღვთისმსახურებას მიუძღვნა თავი და სულიწმიდის ჭურჭლად შეიქნა. ამის გამო ის ეპისკოპოსობის ხარისხის მიღების ღირსი გახდა და ლიკიის ოლქში ქალაქ პატარის მღვდელმთავრად დასვეს. წმინდა მეთოდე სამწყსოზე დიდი გულმოდგინებით ზრუნავდა და თავისი მშვიდი, თავმდაბლური ქადაგებებით გამოჰკვებავდა. მისი ეპისკოპოსობის დროს ორიგენეს ერესი წარმოიქმნა, რომელმაც მრავალი აცდუნა. წმინდა მეთოდემ მხილების ცეცხლით მოსწვა სულიერი წყლული. მისმა ღვთივშთაგონებულმა ქადაგებებმა ელვასავით განაბრწყინა სამყარო. სულიერმა მტერმა ვერ დაითმინა წმინდა მეთოდეს მოშურნეობა და სულიერი საქმიანობა. და მის წინააღმდეგ განაწყო თავისი ხილული მსახურები - წარმართები, კერპთთაყვანისმცემლები. მათ შეიპყრეს წმინდა მეთოდე და მახვილით თავი მოჰკვეთეს, დაახლოებით 310-312 წლებში. წმინდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმინდა წერილის განმარტებები და სხვა.

ბეჭდვა
1კ1