წმინდა მოწამე იოანე ვლახი (+1662) - ხსენება 12 მაისი (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა მოწამე იოანე ვლახი (+1662) - ხსენება 12 მაისი (ახ.სტილით 25 მაისი)
წმინდა იოანე XVII საუკუნის ვლახეთში დაიბადა და მდიდარი ოჯახის შვილი იყო. როცა მიხნის აჯანყების (1662) შემდეგ მისი ქვეყანა თურქებმა დაიპყრეს, იოანეც დაატყვევეს. ის ერთმა მეომარმა იყიდა, ხეზე მიაბა და საშინლად შეურაცხყო. სირცხვილითა და ტკივილით გამწარებულმა იოანემ მეომარი მძინარე მოკლა. მეორე დღეს წმინდა იოანე შეიპყრეს და სტამბოლში ვეზირთან წაიყვანეს. ვეზირმა ახალგაზრდა მოკლული მეომრის ცოლს გადასცა, რაც გინდა ის უყავიო. ქალს მოეწონა თხუთმეტი წლის ყმაწვილი და შესთავაზა, ცოლად გამოგყვები, თუკი ისლამს მიიღებო. პასუხად წმინდა იოანემ ჯვარი გამოისახა და იესო ქრისტეს სახელს მოუხმო. მაშინ ის საპყრობილეში ჩააგდეს და საშინლად აწამეს. ურცხვი ქალი არაერთხელ მივიდა მასთან და წინადადება გაუმეორა. მაგრამ უდრეკი იყო ქრისტიანი ყმაწვილი. მაშინ ვეზირმა ქალაქის პრეფექტს მისი დასჯა უბრძანა. 1662 წლის 12 მაისს წმინდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩამოახრჩვეს. იგი შეუერთდა წმინდანთა დასს.

ბეჭდვა
1კ1