წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე საბაიტელი (+797) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე საბაიტელი (+797) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა ქრისტეფორე VIII საუკუნეში ცხოვრობდა და წარმოშობით სპარსი იყო. ის ქრისტეს რწმენაზე მოიქცა, მოინათლა, შემდეგ კი წმინდა საბას მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. წმინდა ქრისტეფორე დიდ ასკეტურ ღვაწლსა და სულიერ ბრძოლას შეუდგა, ამ დროს ის ვინმე ქრისტიანობიდან განდგომილმა დააბეზღა სარკინოზებთან. მონაზონი მმართველისა და მისი მრჩევლების წინაშე წარდგა. ღირსმოწამე ქრისტეფორე ერთგული დარჩა ქრისტესი და მას 797 წლის 14 აპრილს, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე თავი მოჰკვეთეს. ის იხსენიება 20 მარტს, წმინდა საბას მონასტრის ბერებთან ერთად.

ბეჭდვა
1კ1