წმინდა სპარსი მოწამენი და აზატი საჭურისი (+344) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა სპარსი მოწამენი და აზატი საჭურისი (+344) - 14 აპრილი (27 აპრილი)
დადგა 344 წლის დიდი პარასკევი, როცა ქრისტიანები დღესასწაულობენ, მადლობენ და ადიდებენ ქრისტეს, ჩვენი გამოხსნისთვის დათმენილი ვნებებისათვის. ამ დღეს შეიპყრეს და სიკვდილს მისცეს სპარსეთის ეპისკოპოსი სვიმეონი. ამის მერე, წითელი პარასკევიდან დაწყებული, ათი დღის განმავლობაში იჭერდნენ და ხოცავდნენ სპარს ქრისტიანებს - შეიპყრეს და მოკლეს ათასი ქრისტიანი, მათ შორის წმინდა აზატ საჭურისი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა სპარსეთის მეფის შაბურ მეორის კარზე და დასჯამდე მისი დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა. დაკითხვისას წმინდა მოწამეებმა მხნედ აღიარეს თავი ქრისტიანებად და მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. შაბური ძალზე შეაწუხა აზატის სიკვდილმა და ედიქტი გამოსცა, რომლის ძალითაც ქრისტიანების სიკვდილით დასჯა აიკრძალა. ამ ედიქტს მცირე ხანს ჰქონდა ძალა, ქრისტიანებს კი შაბურის სიკვდილამდე (381 წ.) სდევნიდნენ.

ბეჭდვა
1კ1