ქალწულმოწამე ფერბუთა სპარსი, დაი მისი და მხევალი მისი (+341-343) - 4 აპრილი (17 აპრილი)
ქალწულმოწამე ფერბუთა სპარსი, დაი მისი და მხევალი მისი (+341-343) - 4 აპრილი (17 აპრილი)
342 წელს, სელევკიის მღვდელმთავრის, წმინდა სვიმეონის (ხსენება 17 აპრილს) მოწამებრივი აღსასრულიდან ერთი წლის შემდგომ მისი ორივე და, ფერბუთა და მაკედოშტა, შეიპყრეს თავიანთ მსახურიანად და ბრალი დასდეს, თითქოსდა ძმის სიკვდილისთვის შურის საძიებლად ჯადოსნობით სპარსეთის დედოფლისათვის შხამიანი სასმელი მოამზადეს.

მათი დაკითხვა ქურუმთუხუცესს მიანდეს, რომელიც ფერბუთას უჩვეულო სილამაზემ და კეთილგონიერებამ ისე მოხიბლა, დაკითხვის დასრულებისთანავე მიაკითხა საპყრობილეში და შესთავაზა, - თუ ცოლად გამომყვები, გაგათავისუფლებო.

ფერბუთამ ცივად იუარა და უბრძანა, რომ ქალწულობას უფლისთვის იმარხავდა.

როდესაც მათმა ამბავმა ხელმწიფის ყურამდე მიაღწია, რჩევის საკითხავად სხვა ქურუმნიც იხმო. მათ დაარწმუნეს, - დედოფალს ჯადო რომ მოსცილდეს, ამ ჯადოსან ქალწულთა შუაზე გაჭრილ სხეულებს შორის უნდა გაიაროსო...

ხელმწიფემ მათი ქალაქგარეთ გაყვანა ბრძანა, სადაც სამივე ასული შუა გახერხეს, ძელებზე ჩამოკიდეს და, ქურუმთა რჩევით, მათ შორის დედოფალი გაატარეს.

მათი წმინდა ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!

ბეჭდვა
1კ1