ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი, პალესტინელი (+307-308) - 3 აპრილი (16 აპრილი)
ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი, პალესტინელი (+307-308) - 3 აპრილი (16 აპრილი)
წმიდა მოწამე თეოდოსია ქალწული - მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმიდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

ერთხელ, ქრისტიანთა დევნისას წმინდა თეოდოსია მსჯავრდადებულ ქრისტიანთა ჯგუფს მიუახლოვდა. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა იდგა და ისინი ცათა სასუფეველზე საუბრობდნენ. წმინდა ქალწულმა სთხოვა, - ოდეს ღვთის წინაშე წარდგებით, მეც მომიხსენიეთო!
მეომრებმა, რომელთაც იხილეს, თუ როგორ დაუჩოქა ტყვედქმნილ ქრისტიანებს გოგონამ, მყისვე მმართველს, სახელად ურბანოსს მიჰგვარეს, რომელმაც ქალწულს კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ თეოდოსია მტკიცედ უარობდა და შემწედ უფალს უხმობდა.

მაშინ კი გაცოფდა ურბანოსი და ქალწულის სასტიკად წამება ბრძანა, - გოგონას რკინის კავებით იქამდე აგლეჯდნენ ხორცს, სანამ ძვალნი არ გამოუჩნდა.

თეოდოსია სიხარულით, უხმოდ დაითმენდა საშინელ ტანჯვას, ხოლო ურბანოსის ხელახალ შეთავაზებაზე, - გადმოჩვენიანდი და ცოცხალს დაგტოვებთო, პასუხობდა:

- უგუნურო, მე ხომ მოწამეთა ხვედრი გავიზიარეო!

მაშინ ყელზე თოკი გამოაბეს და ზღვას მისცეს, მაგრამ ღვთის ანგელოზმა სასწაულებრივად დაიხსნა. ურბანოსი კი იმაზე ფიქრობდა, თუ რა სასჯელი მიეგო გაუტეხელი თეოდოსიასათვის და ბოლოს ველურ მხეცთა საჯიჯგნად გაიმეტა, თუმცა, მშიერმა ნადირმა ქალწულს პირი არ დააკარა. მაშინ ჯალათებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ და თეოდოსიას თავი წარკვეთეს.

ღამით ნათლით მოსილი და გვირგვინოსანი მოწამე მშობლებს გამოეცხადა, ბრწყინვალე ჯვარი უჩვენა და უთხრა:

- აი, რა დიდების წართმევა გსურდათ ჩემთვის!

ბეჭდვა
1კ1