წმინდა დიდმოწამე ედუარდი, ინგლისის მეფე - 18 (31) მარტი
წმინდა დიდმოწამე ედუარდი, ინგლისის მეფე - 18 (31) მარტი
იგი გახლდათ ვაჟი ედგარ მშვიდობისმოყვარესი, ინგლისის მეფისა და დიდი ბრიტანეთის იმპერატორისა. ედგარმა ინგლისში აღადგინა მონასტრები, გაასახლა იქიდან ცოლიანი სამღვდელოება, რათა სავანეები დაეკავებინათ მათ კანონიერ მფლობელებს, ბერ-მონაზვნებს. წმინდა ედგარი 960 წელს დაიბადა. მალე დედა გარდაეცვალა და მამამისი მეორედ დაქორწინდა ეტელდრიტაზე, რომელმაც უშვა ვაჟი ეტელრედი.

16 წლის წმინდა ედვარდი მამის სიკვდილის შემდეგ ინგლისის სამეფო ტახტზე ავიდა, ის მეფედ წმინდა დუსტანმა, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა აკურთხა.

ქმრის სიკვდილის შემდეგ ეტელრდიტას სამეფო ტახტზე თავისი შვილის აყვანა უნდოდა, მაგრამ წმინდა დუსტანი შეეწინააღმდეგა. ახალგაზრდა მეფეს წინ არისტოკრატიაც აღუდგა, რომელთაც მონასტრების დაშლა და მათი მიწების განაწილება სურდათ. ედუარდი დუსტანთან ერთად იცავდა მონასტრებს. თავადების ნაწილი ედუარდის დედინაცვალს შეეკვრნენ და მეფე მოკლეს.

979 წლის 18 მარტს მეფე ედუარდი კორფის ციხესიმაგრეში მივიდა უმცროსი ძმის სანახავად. დედინაცვალი მიესალმა და სახლში მიიწვია. წმინდანი ცხენიდან არ ჩამომხტარა, უთხრა, რომ ძმასთან საუბარი სურდა. დედინაცვალმა სასმელი მიაწოდა, და იმ დროს, როცა მეფე სვამდა, მას მახვილი გულში აძგერეს. ცხენი დაფრთხა და უზანგში ცალი ფეხით ჩამოკიდებული გარდაცვლილი მეფე თან გაიყოლა. ცხენი ციხე-სიმაგრის წყაროსთან შეჩერდა. ეტელრდიტამ მოკლულის სხეული ვინმე ბრმა ქალის ბაღში დამალა. შუაღამისას ამ ქალს თვალისჩინი მიეცა და დაინახა ბრწყინვალე ნათელი, რომელიც გარდაცვლილი ედუარდის სხეულიდან მოედინებოდა. ქალი მიხვდა, რომ ის მართალი მეფე ედუარდი იყო და მან განკურნა სიბრმავისაგან. ამ სასწაულით უკმაყოფილო დედინაცვალმა წმინდანის სხეული შამბნარში ჩაფლა. წმინდანის სხეულგანაკარებმა წყარომ, ბრმათა კურნების ძალა შეიძინა. 1008 წელს ინგლისის ეკლესიამ (ინგლისის ეკლესია ამ დროს მართლმადიდებლური იყო და რომს არ ემორჩილებოდა) მეფე ედუარდი წმინდანად შერაცხა.

წმინდანის სხეული დიდხანს დაკარგული იყო და 1931 წელს აღმოაჩინა მოყვარულმა არქეოლოგმა უილსონ კლერიჯმა. ექსპერტიზამ ეს ფაქტი დაადასტურა. 1984 წელს კლერიჯმა ეს სიწმინდე საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა

.....................................

ამავე დღეს იხსენიება: ღირსი კირილე ასტრახანელი (+ დაახლოებით 1576); ახალმოწამეები: წმინდა მღვდელმოწამე დიმიტრი როზანოვი, მღვდელი; ღირსმოწამე ნატალია (ბაკლანოვა) მორჩილი (1938)


ბეჭდვა
1კ1