წმინდა მოწამე ზაქარია (+1782) - 20 (02.02) იანვარი
წმინდა მოწამე ზაქარია (+1782) -    20 (02.02) იანვარი
წმინდა მოწამე ზაქარია დაიბადა XVIII საუკუნეში ატრას ოლქში და ცხოვრობდა ძველ პატრაში, პელოპონესში. ის თავს ჭონების გაკეთებით ირჩენდა. უცნობი მიზეზის გამო მან ისლამი მიიღო, თუმცა თავის სახლში ჩუმად ინახავდა აღაპი კრეტელის წიგნს "ცოდვილთა ცხონებას". ის ყოველდღიურად კითხულობდა წიგნს, უხვად ღვრიდა ცრემლებს და შესთხოვდა ქრისტეს, მისთვის სინანულის გზა ეჩვენებინა. ბოლოს, ვეღარ გაუძლო სინდისის ქენჯნას, მივიდა ერთ ღვთისმოსავ მღვდელთან, მის წინაშე ღვთის ღალატი აღიარა. უთხრა, - ქრისტეს აღმსარებლობა მსურსო. მღვდელმა სიფრთხილის გამოჩენა ურჩია, უთხრა, განმარტოებით ორმოცი დღე იმარხულე და ილოცე და ამით გამოსცადე შენი გადაწყვეტილება. ოცი დღის შემდეგ ზქარიამ ვეღარ შესძლო იმ ღვთაებრივი სიყვარულის დათმენა, რომელიც მის გულში ღვიოდა, და შეევედრა მღვდელს, ნება მიეცა, წასულიყო და ქრისტესთვის წამებულიყო. ის წარსდგა ყადის წინაშე და მშვიდი პატივისცემის ტონით აუწყა თავისი ქრისტიანობა. მასზე ვერც მუქარამ და ვერც ალერსიანმა დაპირებებმა ვერ იმოქმედეს. მაშინ ზაქარია დილეგში ჩააგდეს და დღეში სამჯერ გამათრახება მიუსაჯეს. მოწამე სიხარულით შეხვდა განაჩენს და ყოველი მათრახის დარტყმისას იესო ქრისტეს შეწყალებას სთხოვდა. როცა ტკივილი გაძლიერდებოდა მდუმარედ თვალებს ზეცისკენ აღაპყრობდა. ერთ ღამეს ჯალათმა მისი სიკვდილი გადაწყვიტა და მარწუხებით ფეხები გადაამტვრია, თვითონ კი სავახშომოდ წავიდა. წმინდანი ნელ-ნელა გარდაიცვალა და ირგვლივ ზეციური კეთილსურნელება დატრიალდა. თურქებმა წმინდანის სხეული ჭაში ჩააგდეს, რათა ქრისტიანებს მისი თაყვანისცემა არ შეძლებოდათ. წმინდა ზაქარია 1782 წელს ეწამა.

ბეჭდვა
1კ1