წმინდა მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე (+303) - 20 (02.02) იანვარი
წმინდა მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე (+303) -    20 (02.02) იანვარი
წმინდა მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე მდიდარი და ცნობილი სენატორები იყვნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობისას: მათ ქრისტე ირწმუნეს და მოინათლენ მას მერე რაც შეესწრნენ წმინდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის (ხს. 5 იანვარს) წამებას და სასწაულებს რომელიც მან ღვთის მადლით მოიმოქმედა.

მოწამეები იმპერატორთან სამსჯავროზე მიიყვანეს და შეხსნეს ქამრები-ნიშანი მათი ღირსებისა. შემდეგ კი თითოეულმა თავისი სიხლით დაამოწმა თავისი რწმენა.

წმინდა ბასე წელამდე მიწაში ჩამარხეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხელ-ფეხი და ასე ჩააბარა სული უფალს; წმინდა ევსევი თავდაყირა და ნაჯახით ნაწილ-ნაწილ აჩეხეს, აქნეს. წმინდა ევტიქი ხელებითა და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმინდა ბასილიდეს მუცელი მახვილით გამოუფატრეს. წმინდა მარტვილნი 303 წელს ეწამნენ.

ბეჭდვა
1კ1