წმინდა მოწამე მარინი - ხსენება 16 (29) დეკემბერს
წმინდა მოწამე მარინი  - ხსენება 16 (29) დეკემბერს
წმინდა მარინი იმპერატორ კარინიუსის მეფობის ჟამს (283-284) ცხოვრობდა. ის კეთილშობილი წარმოშობისა იყო და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, სენატორი გახლდათ. ქრისტიანობის გამო შეიპყრეს და კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვას აიძულებდნენ. ვერ დაიმორჩილეს და მის წამებას შეუდგნენ, ჩამოჰკიდეს და მახვილით დასერეს, შემდეგ ცეცხლში ჩააგდეს, მერე გახურებულ ტაფაზე, ამის მერე მდუღარე ქვაბში. მაგრამ ღვთის მადლით, განსაცდელებს უვნებელი გადაურჩა. შემდეგ მხეცები მიუქსიეს. ისინი არც კი შეეხნენ მარტვილს. მაშინ გადაწყვიტეს ძალით წაეყვანათ საკერპოში. წმინდა მარინმა მათ უთხრა: "მინდა მსხვერპლი შევწირო ღმერთებს". როცა წმინდანი ყველასთან საკერპოში ავიდა, დადგა და ქრისტეს შეწევნა სთხოვა. ამ დროს კერპები მიწაზე დაცვივდნენ და დაიმსხვრენ. გაბრაზებულმა იმპერატორმა ბრძანა, მისთვის სასწრაფოდ თავი მოეკვეთათ.

წმინდა მარინი 283 წელს აღესრულა.
............

ამავე დღეს იხსენიება აფრიკაში წამებული ურიცხვი ქალწული, რომლებიც მეფე ჰუნერიხმა აწამა, წმინდა მოწამენი: პრობოსი, ილარიონი და მათთან ერთად წამებულნი, მახვილით მოწყვეტილნი

მოიხსენიებს ბიზანტიური სვინაქსარი.


ბეჭდვა
1კ1