მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი - სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი (+343) - 20 (03.12) ნოემბერი
მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი - სპარსელნი ეპისკოპოსნი და მოწამენი: აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი (+343) - 20 (03.12) ნოემბერი
მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი - სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.

მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, შაბურ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.
რადგანაც მათ უარი თქვეს ცეცხლის თაყვანისცემაზე და განაგრძობდნენ ქრისტეს რწმენის ქადაგებას, უღმრთოებმა ისინი შეიპყრეს. 80 წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, ისააკ ეპისკოპოსი და იპატი ქალაქგარეთ ქვებით ჩაქოლეს, იოანე სელევკიელი აწამეს და ვეტ-გასციტას ციხეში, გადიაბის უფროსის ბრძანებით მოაკვდინეს. მღვდელმთავარი სავეროსი ორი წლის შემდეგ საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი, რადგან მეფემ მისი სიკვდილი არ დაიჯერა, ვიდრე მისი თავი არ მიუტანეს. მათთან ერთად მრავალი ქრისტიანი ერისკაციც აღესრულა ქრისტეს რწმენისთვის.

წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. მასთან ერთად აწამეს და მოკლეს სასონი; ვინმე ერისკაც აბრაამს თვალები გახურებული ლურსმნებით ამოჩიჩქნეს, რის გამოც ორი დღე საშინლად იტანჯა და აღესრულა. მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ღვთის სახელს ადიდებდა. ქრისტიანი სიმონი წელამდე მიწაში ჩასვეს, ისრები ესროლეს და ასე მოკლეს.

მაშინ მრავალი ქრისტიანი დედაკაცი აღესრულა ქრისტეს რწმენისთვის. წმინდა თეკლემ, ანამ, ბოგუტამ, მამიამ, ტატონამ, მამამ და ნინომ და სხვა მრავალმა, უშიშრად ამხილეს სპარსელთა უსჯულოება. რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს და თავები მოჰკვეთეს. მათი სისხლით მორწყულ მიწაზე შემდგომში მაკურნებელი ლეღვის ხე ამოვიდა, რომელიც ამხილებდა ჯალათებს. ხის ნაყოფისგან მომხდარი სასწაულები ვერ დაითმინეს ერეტიკოსმა მანიქევლებმა და ეს ლეღვის ხე მოჭრეს. რისთვისაც სასტიკი სნეულებით დაისაჯნენ.

ბეჭდვა
1კ1