წმინდა მოწამე თეოდოტია (+დაახლ. 230)-ხსენება 17 (30) სექტემბერს
წმინდა მოწამე თეოდოტია (+დაახლ. 230)-ხსენება 17 (30) სექტემბერს
იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი გააგზავნეს, მას მოახსენეს, წარმოშობით კაბადოკიელი მდიდარ ქალბატონ თეოდოტიაზე, რომელიც ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო თეოდოტიას და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ სიმბლიკიოსიმა ქრისტეს მხნე აღმსარებელი ჯალათებს გადასცა. თეოდოტია დაკიდეს, სხეულიდ დაუსერეს, მაგრამ წმინდა თეოდოტია მხნედ დაითმენდა ტკივილებს, მაშინ მას ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს. რვა დღის შემდეგ, საპყრობილის კარები თავისით გაიხსნა, შეშინებულმა მცველებმა სიმბლიკიას მოახსენეს, მაგრამ მან არ დაიჯერა და თავისთნ მოაყვანინა. როცა წმინდანი მმართველთან შეიყვანეს, ყველამ იხილა, რომ თეოდოტიას გადატანილი სატანჯველების კვალი ოდნავღა აჩნდა.

- ვინ ხარ?-ჰკითხა გაოცებულმა მმართველმა.

წმინდანმა უპასუხა:

- გონება დაგბნელებია, თიორემ შენ რომ ფხიზელი იყვე, რა თქმა უნდა მიცნობდი. მე თეოდოტია ვარ.

მაშინ სიმბლიკიოსის ბრძანებით მოწამე გახურებულ ღუმელში შეაგდეს. უეცრად ღუმელიდან ცეცხლი გამოვარდა და იქ მყოფი სამოცდაათი კაცი მოწვა; დანარჩენებმა ღუმელის კარი დახურეს და შეშინებულები გაიქცნენ. მმართველმა ქურუმები გააგზავნა, რომ მოწამის ფერფლი ქარისთვის გატანებინათ, მაგრამ როგორც კი ღუმელი გააღეს, ცეცხლი გამოვარდა შთანთქა ქურუუმები, გადარჩენილებმა კი იხილეს, რომ თეოდოტია ორ სპეტაკ სამოსლიან ჭაბუკთან ერთად ღუმელში იჯდა და გალობდა. ამან ისე შეაშინა, ისინი რომ გონდაკარგულნი ძირს დაცვივდნენ. წმინდანი გარეთ გამოვიდა და ღმერთს ადიდებდა, ის ისევ ჩასვეს საპყრობილეში, რადგან სიმბლიკოსი ბიზანტიაში წასვლას აპირებდა და უნდოდა თეოდოტია ბორკილდადებული თან წაეყვანა. უკან მობრუნებული ანკვირიაში გაჩერდა და ბრძანა, სამსჯავროზე კვლავ მიეგვარათ მისთვის თეოდოტია. მტარვალმა უთხრა:

- თუ არ დაიმიჯერებ და ღმერთებს მსხვერპლს არ შესწირავ, ვუბრძანებ, რომ გავარვარებული რკინა დაგადონ.

წმინდანმა უპასუხა:

-თუ ლიბისიოსი (მმართველის მდივანი) დოროთე ამოვა ჩემთან ერთად ტაფაზე და მას ცეცხლი არ შეეხება, მაშინ შევსწირავ მსხვერპლს ღმერთებს.

სიმბლიკიოსი დათანხმდა. დოროთე ავიდა გავარვარებულ რკინაზე და დაიწვა იმწამსვე, ხოლო წმინდანი უვნებელი დარჩა. სიმბლიკიოსმა აღარ იცოდა რა ექნა, ბოლოს ბრძანა თეოდოტია შეკრული ქალაქ ნიკეაში გადაეყვანათ-იმედოვნებდა, რომ წარმართულ ტაძარში მსხვერპლის შეწირვაზე მის დაყოლიებას მოახერხებდა; მაგრამ როცა ტაძარში შეიყვანეს, მოწამე თეოდოტიას ლოცვით კერპები ბომონებიდან ჩამოცვივდა და დაიმსხვრა.

გააფთრებულმა სიმბლიკიოსმა ბრძანა, თეოდოტია მორზე დაეკრათ და გადაეხერხათ, მაგრამ უფალმა აქაც დაიცვა წმინდანი, ხერხი დაიღუნა, კბილები დასცვივდა, ჯალათებიც დაიღალნენ, მაგრამ წმინდანს ერთი ნაკაწრიც არ ეტყობოდა. ბოლოს სომბლიკიოსმა ბრძანა თეოდოტიასთვის თავი მოეკვეთათ. მისი წმინდა სხეული კი ნიკეის ეპისკოპოსმა, სოფრონმა დიდი პატივით მიაბარა მიწას.

ბეჭდვა
1კ1