წმინდა მოწამე აღათოკლია-ხსენება 17 (30) სექტემბერს
წმინდა მოწამე აღათოკლია-ხსენება 17 (30) სექტემბერს
წმინდა მოწამე აღათოკლია ვინმე ქრისტიანი კაცის ნიკოლოზის მონა იყო. ცოლი მისი პავლინა მრწამსით არიოზელი იყო (ბერძნული თვენის მიხედვით პავლინამ უარყო ქრისტიანობა და კერპებს სცა თაყვანი). მას ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას, აიძულებდა მართლმადიდებლობა დაეტოვებინა და ერეტიკული რწმენა მიეღო: ზოჯერ კისერზე ქვებს ურტყამდა, ზოგჯერ ფეხშიშველს აიძულებდა წვეტიან ქვებზე ეარა. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა რკინის ჩაქუჩით ხერხემალი დაუზიანა აღათოკლიას, შემდეგკი ენაც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმინდანი, რომ ერეტიკული რწმენა მიეღო. მაშინ უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი, რათა შიმშილით მოეკლა, მაგრამ ღვთის განგებულებით აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია რკინის ძალაყინით სიცოცხლეს გამოასალმა.

ბეჭდვა
1კ1