წმინდა მოწამე მელიტინა (+138-161)-ხსენება 16 (29) სექტემბერს.
წმინდა მოწამე მელიტინა (+138-161)-ხსენება 16 (29) სექტემბერს.
წმინდა მოწამე მელიტინა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს თრაკიის ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა, მაშინ როცა მმართველი გახლდათ ვინმე ანტიოქე. წმინდა მელიტინამ მრავალი სასწაული მოახდინა: თავისი ლოცვით შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მათ შორის ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის ანტიოქეს მეუღლეც. როცა ანტიოქემ ამის შესახებ შეიტყო, მისი ბრძანებით წმინდა მელიტინას თავი მოკვეთეს. მისი პატიოსანი სხეული დაუმარხავი იყო კაი ხანს, იმ ადგილას ჩაირა ვინმე მაკედონიელმა აკაკიმ, რომელიც სამშობლოში მიდიოდა, მან წმინდანის სხეულის წასვენების ნება ითხოვა. ჩაასვენა ახალთახალ ლუსკუმაში მარტვილის სხეული, მას სურდა წმინდა მელიტინა მაკედონიაში დაეკრძალა, მაგრამ გზაში ავად გახდა და გარდაიცვალა. ხომალდი კუნძულ ლემნოსთან გაჩერდა. წმინდა მელიტინა აქ მიაბარეს მიწას. მის გვერდით დამარხეს აკაკიც.

ბეჭდვა
1კ1