წმინდა მოწამე სებასტიანა (86-89)-ხსენება 16 (29) სექტემბერს.
წმინდა მოწამე სებასტიანა (86-89)-ხსენება 16 (29) სექტემბერს.
წმინდა სებასტიანა წარმოშობით ფრიგიის ქალაქ სებასტიიდან იყო. ის ჭეშმარიტ რწმენაზე მოაქცია და მონათლა წმინდა პავლე მოციქულმა. ამის შემდეგ წმინდა სებასტიანა სახარების საქადაგებლად თრაკიის ქალაქ მარკიანოპოლში(დღევანდელი ქალაქი დევნა, ბულგარეთში) ჩავიდა. იმპერატორ დომიციანეს მეფობისას, დაახლოებით 96 წელს, ის ადგილობრივი მმართველის ბრძანებით შეიპყრეს, მათრახებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ციხის ჯურღმულში ჩაგდებულს პავლე მოციქული გამოეცხადა, გაამტკიცა, უთხრა, რომ ბოლომდე დათმინა ბრძოლა, როგორც ქრისტეს მეომრებს შეეფერება.

წმინდანმა ბევრი განსაცდელი დაითმინა, უვნებელი გადარჩა და სახარების საქადაგებლად წავიდა ოდისოპოლში (დღევანდელი ვარნა, ბულგარეთში), ანხიალეში (პომორე ბულგარეთში) და მარკიანოპოლში. შემდეგ კი თრაკიის ქალაქ ირაკლიაი წავიდა, სადაც ის კვლავ დააპატიმრეს და მმართველთან მიიყვანეს მან კი ჯალათებს გადასცა, რომელთაც რკინის კავებით სხეული დაუფლითეს და შესაჭმელად ლომებს მიუგდეს. მაგრამ, მხეცები ადამინებზე გოონივრები აღმოჩდნენ, მათ წმინდანს მუხლები აულოკეს. საკუთარი უძლურებით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა სებასტიანა ქალაქში გაეტარებინათ და მერე თავი მოეკვეთათ. როცა წმინდანს თავი მოჰკვეთეს სისხლის ნაცვლად რძე წარმოდინდა. მოწამის სხეული ზღვაში ჩააგდეს, მაგრამ უფლის ანგელოზებმა ნიშანი მისცეს, რომლის მიხედვითაც მორწმუნეებმა მოწამის სხეული რედესტეში (ქალაქია თრაკიაში, მარმარილოს ზღვის პირას, დღევანდელი როდოსტო) მოიპოვეს (ერთი ვარიანტის მიხედვით, უფლის სამმა ანგელოზმა გადაიტანა წმინდანის სხეული) და პატივით დაკრძალეს.


ბეჭდვა
1კ1