ბავშვების ნათლობის გამო დახვრეტილი არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი)
ბავშვების ნათლობის გამო დახვრეტილი არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი)
1937 წლის, 27 ნოემბერს არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი ცაგერის რაიონისა და ქვემო სვანეთის სოფლებში ბავშვების "მასობრივი ნათლობების ჩატარების" გამო
დახვრიტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ერთ თვეში 120 ბავშვი მონათლა. არქიმანდრიტის ანკეტაში, გრაფაში "მუშაობის ადგილი და თანამდებობა" შემდეგი განმარტებაა მითითებული: ეწევა ჩუმად მღვდლობას.
KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1