მღვდელმოწამე იოანე სმირნოვი (1873 - 1938) – 01 (14) იანვარი.
მღვდელმოწამე იოანე სმირნოვი (1873 - 1938) – 01 (14) იანვარი.
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.

დაიბადა 1873 წელს სამარას გუბერნიის სოფელ ნოვიე რაჩეიკში ან ნოვაია რაჩევკაში, მღვდელ ვასილი სმირნოვის ოჯახში. დაამთავრა სასულიერო სემინარია და აკურთხეს მღვდლობა; მსახურობდა სამარას ეპარქიის ეკლესიებში.

1937 წლის 30 ნოემბერს კვლავ დააპატიმრეს. მთავარეპისკოპოსის ალექსანდრესთან (ტრაპიცინის) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მას "მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში" ადანაშაულებდნენ. მან დანაშაული არ აღიარა.

1937 წლის 21 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1938 წლის 14 იანვარს მამა იოანე მთავარეპისკოპოსთან ერთად დახვრიტეს. მეუფე ალექსანდრე და სხვა სასულიერო პირები, დაკრძალეს კუიბიშევის საერთო საფლავში.

2000 წლის აგვისტოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე იგი წმინდანად შერაცხეს რუსეთის სხვა წმინდა ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად.

ბეჭდვა
1კ1