მღვდელმოწამე ალექსანდრე ორგანოვი (1873 - 1938) – 01 (14) იანვარი.
მღვდელმოწამე ალექსანდრე ორგანოვი (1873 - 1938) – 01 (14) იანვარი.
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.


დაიბადა 1873 წლის 16 აგვისტოს სამარას გუბერნიის ბუგულმას მაზრის სოფელ თუარმაში, დიაკონ ალექსანდრე ორგანოვის ოჯახში.

1894 წლიდან 1898 წლამდე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე მსახურობდა რიგითად 1-ლი პრეობრაჟენსკის პოლკის I დივიზიაში რიგითად, შემდეგ კი დაინიშნა ასეულის მწერალად.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, 1898 წელს დაიწყო ეკლესიაში მსახურება წიგნის მკითხველად.

დაქორწინდა მარია კრილოვაზე (დ. 1881 წ.). ეყოლათ ოთხი შვილი.

1922 წელს აკურთხეს მღვდლად და შემდეგ მსახურობდა სამარას ეპარქიის ეკლესიებში.

1927 წელს იგი აყვანილია დეკანოზის ხარისხში.


1928 წლის 11 დეკემბერს აირჩიეს სამარას დროებითი საოლქო საბჭოსა და სამარას საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ.

1937 წლის 30 ნოემბერს კვლავ დააპატიმრეს. მთავარეპისკოპოსის ალექსანდრესთან (ტრაპიცინის) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მას "მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში" ადანაშაულებდნენ. მან დანაშაული არ აღიარა.

1937 წლის 21 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

დახვრიტეს 1938 წლის 14 იანვარს მთავარეპისკოპოს ალექსანდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. დაკრძალეს კუიბიშევის საერთო საფლავში.


რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ 2000 წლის აგვისტოში იგი წმინდანად შერაცხა.

ხატის წყარო: იხილეთ

ბეჭდვა
1კ1