მღვდელმოწამე ვიაჩესლავ ინფანტოვი (1883 - 1938) – 01 (14) იანვარი
მღვდელმოწამე ვიაჩესლავ ინფანტოვი (1883 - 1938) – 01 (14) იანვარი
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.

ის დაიბადა 1883 წელს სამარას გუბერნიის სოფ. მორდოვიანი აფონინოში კლერკ (მწერალ) ალექსანდრე ინფანტოვის ოჯახში.


სწავლობდა სასულიერო სემინარიაში, რის შემდეგაც მღვდლად აკურთხეს და მსახურობდა სამრევლო ტაძარში.

1930 წელს ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა "ანტისაბჭოთა აგიტაციის" ბრალდებით და დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში გაატარა სამარას ციხეში.

1937 წლის 30 ნოემბერს კვლავ დააპატიმრეს. მთავარეპისკოპოსის ალექსანდრესთან (ტრაპიცინის) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მას "მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში" ადანაშაულებდნენ. მან დანაშაული არ აღიარა.

1937 წლის 21 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

1938 წლის 8 თებერვალს მამა ვიაჩესლავი დახვრიტეს და დაკრძალეს კუიბიშევის საერთო საფლავში.

2000 წელს, სამარას ეპარქიის რეკომენდაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ იგი წმინდანად შერაცხა. თავდაპირველად მისი ხსენების დღედ განისაზღვრა მისი გარდაცვალების დღე - 26 იანვარი (8 თებერვალი) . თუმცა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 2014 წლის ოფიციალურ კალენდარში მისი ხსოვნის დღედ 1 იანვარი იყო მითითებული.

ბეჭდვა
1კ1