ღირსმოწამე იერემია (ლეონოვი) (1876 - 1918) – 01 (14) იანვარი.
ღირსმოწამე იერემია (ლეონოვი) (1876 - 1918) – 01 (14) იანვარი.
ქრისტეს მოწამე იერემიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 1 იანვარს, ბალაამისა და მოსკოვის წმინდანთა კრებულთან და რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულთან ერთად.

ერისკაცობაში ივან ლეონოვი, დაიბადა 1876 წლის 1 იანვარს კურლიანდის გუბერნიის სოფელ გავრიპოლის მაზრაში.

დაამთავრა ვილენის ტექნიკური სასწავლებელი და მონასტრის სასულიერო სასწავლებელი და 1908 წლის 12 თებერვალს მივიდა ბაალამის მონასტერში.

1910 წლის 2 ივნისს ჩაირიცხა მორჩილად, ხოლო 1912 წლის 4 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, სახელად იერემია. მორჩილება საზეინკლო სახელოსნოში ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ზედამხედველი იყო.

1917 წლიდან შვებულებაში იმყოფებოდა ცენტრალურ რუსეთში. 1918 წელს მოკლეს ბოლშევიკებმა.

2000 წლის აგვისტოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე იგი წმინდანად შერაცხეს რუსეთის სხვა წმინდა ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად.

ბეჭდვა
1კ1