მღვდელმოწამე ერმოგენე, სასწაულმოქმედი (IV) - 05 (18) ოქტომბერი
მღვდელმოწამე ერმოგენე, სასწაულმოქმედი (IV) - 05 (18) ოქტომბერი
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა, თავად კი - ეგვიპტეში შემონაზვნდა.

წმინდანი ათენსა და კონსტანტინოპოლსაც იღვწოდა, სადაც მღვდლად იკურთხა, მოგვიანებით კი - სამოსის ეპისკოპოსადაც.

სვეტი სიმდაბლისა და გულმოწყალებისა სამწყსოს მამასავით უყვარდა, წარმართთ კი - მოსვენებას უკარგავდა, რის გამოს კუნძულის მმართველთან დაასმინეს, - მრავალთ აცთუნებსო.

ამ უკანასკნელმა მყისვე ჯურღმულში გამოამწყვდია და აწამა.

საპყრობილეში ნეტარს თვით ქრისტე გამოეცხადა და განამტკიცა, მოკლე ხანში ერმოგენეს თავი მოჰკვეთეს, მის წმინდა ნაწილთაგან, რომელიც მოგვიანებით კვიპროსზე გადააბრძანეს, უამრავი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1