წმინდა მოწამე მამელხვა სპარსი (+დაახლ. 344) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა მოწამე მამელხვა სპარსი (+დაახლ. 344) - 05 (18) ოქტომბერი

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.



ერთხელ, ღამით, ანგელოზი იხილა, რომელმაც ქრისტიანულ საიდუმლოთა შესახებ უამბო, გამოღვიძებულმა კი ყოველივე დას აუწყა, რომელიც ქრისტიანი იყო.

ამ უკანასკნელმა მამელხვა იქაურ ეპისკოპოსს აახლა, რომელიც ჯერ გაესაუბრა, შემდეგ კი - მონათლა.
როგორც კი წარმართებმა შეიტყვეს, - ჩვენი ტაძრის ქურუმმა ქრისტე მიიღოო, გამხეცებულები ეცნენ და ახლად ნათელღებული ქვებით ჩაქოლეს, სხეული კი - ღრმა თხრილში მოისროლეს, მაგრამ, ქრისტიანებმა მისი ამობრძანება მოახერხეს, ხოლო როდესაც გარკვეული ხნის შემდგომ ქალაქის მღვდელმთავარმა სპარსელი მმართველისაგან არტემიდას ტაძრის დაქცევა და მის ნაცვლად, წმინდა მოწამე მამელხვას პატივად, ტაძრის აგების ნებართვა მიიღო, მარტვილის წმინდა ნაწილნი იქ გადააბრძანეს.

 

ბეჭდვა
1კ1