მოწამენი: ნიკანდრო და მარკიანე (+303) - 08 ივნისი (21 ივნისი)
მოწამენი: ნიკანდრო და მარკიანე (+303) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ეს წმინდანები ქალაქ დოროსტოლიდან იყვნენ და ჯარში მსახურობდნენ.

მაქსიმიანეს ჟამინდელი (284-305 წლები) დევნისას მხოლოდ იმის გამო შეიპყრეს, რომ ქრისტეს ესავდნენ, იქაურ მმართველს წარუდგინეს, დაკითხეს და თავი ჯურღმულს უკრეს.

ოცი დღის შემდგომ, რომ ვერ გატეხეს, სასტიკად ტანჯეს, - ტანი რკინის კავებით დაუფლითეს, მუხის ხეს მიბმულები ხან მაშხლებით დარეს, ხან - მახვილებით გაგმირეს, შემდეგ - გავარვარებულ ნახშირებზე დააწვინეს, ჯოხებით გვემეს, ჭრილობებში მარილი ჩაატარეს, თავი კი - ქვებით გაუტეხეს.

მათ მარტვილობას ესწრებოდა ნიკანდროს მეუღლე, რომელიც მოწამეთ განამხნევებდა, მარკიანეს მეუღლე კი მწარედ ტიროდა, ქმარს ახალშობილ შვილს უჩვენებდა და სთხოვდა, მის გამო მაინც დაენდო სიცოცხლე.

მაშინ ნეტარმა მარკიანემ ყრმას ხელი სტაცა, თვალნი ზე¬ცად აღაპყრო და შეჰღაღადა:

- უფალო, შენ იზრუნე მასზე!

შემდეგ შვილს და მეუღლეს ჩაეხუტა და ნიკანდროსთან ერთად მიიღო სიკვდილი.

..........................

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამე ნიკანდროსი, მახვილით მოკლულისა

ბეჭდვა
1კ1