წმინდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (+218) - 24 მაისი (6 ივნისი)
წმინდა მოწამე მელეტი სტრატილატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალენიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო, სხვანი 1218 მხედარნი დედებით და ყრმებით (+218) - 24 მაისი (6 ივნისი)
წმინდა მოწამე მელეტი ცხოვრობდა რომის იმპერატორის ანტონ ჰელიოგაბალის (218-22) მეფობის დროს. იგი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა და თავადაც ამ ოლქიდან გახლდათ. მელეტი ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღკვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და გაავებული ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმინდა მელეტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმინდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს: რკინის ჩაქუჩებით სცემეს, ხეზე დაკიდეს, შემდეგ ბოძზე მიალურსმნეს, სადაც დალია კიდეც სული. მელეტისთან ერთად დასაჯეს წმინდა მოწამენი - სტეფანე და იოანე. ისინი მელეტის ჯარისკაცები იყვნენ. პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილით მოწყვიდეს. წამებით მოკლეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით - 11000 (+დაახლ. 218). წმინდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლით დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კირიაკე და ქრისტიანე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელი, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინი, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი.

წმინდა მოწამე სერაპიონი ეგვიპტეში დაიბადა. ის გალატიაში იმყოფებოდა წმინდანთა მოწამებრივი აღსასრულის ჟამს. მათი მხნეობისა და ქრისტესადმი ერთგულების მხილ¬ველმა თავადაც იწამა სახარებისეული სწავლება, რისთვისაც დაატუსაღეს და წამებით ამოხადეს სული.

ბეჭდვა
1კ1