წმინდა მოწამე მარკოზ კრეტელი (+1643) - 14 (27) მაისი
წმინდა მოწამე მარკოზ კრეტელი (+1643) - 14 (27) მაისი
წმინდა მარკოზი დაიბადა და გაიზარდა კუნძულ კრეტაზე. დედა კრეტელი ჰყავდა, ხოლო მამამისი ანდრია კუნძულ ზაკინთოსიდან იყო. დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და ის მამას სმირნაში გაჰყვა. მამა სასტიკად ეპყრობოდა, მისი მდგომარეობა თურქებმა გამოიყენეს, დაიყოლიეს და ისლამი მიაღებინეს, მუსტაფა უწოდეს. ოთხი წლის შემდეგ მარკოზი სინანულში ჩავარდა, და კუნძულ ზაკინთოსზე გაიქცა, იქიდან კი კრეტაზე ჩავიდა, სადაც მან გარკვეული ხანი მარხვასა და ლოცვაში დაყო. მერე კი კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც ის ბრძენმა მოძღვარმა მელეტი სირიგამ დაარიგა. ყმაწვილი სმირნაში ჩავიდა, რათა მოწამეობის ღვაწლით აღეხოცა ქრისტეს რწმენის ღალატი. მან საჯაროდ აღიარა თავი ქრისტიანად. იგი შეიპყრეს და ათასგვარი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1643 წელს, მაშინ 17 წლის იყო. წმინდანის სხეული წმინდა ფოტინეს ტაძარში დაასვენეს და შემდგომ მისგან მრავალი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1