წმინდა მოწამე მაქსიმე (+250) - 14 (27) მაისი
წმინდა მოწამე მაქსიმე (+250) - 14 (27) მაისი
ქრისტეს მოწამე მაქსიმეს ღვთის დიდი სიყვარული და მოშურნეობა ჰქონდა და გული უდუღდა, როცა ხედავდა, რომ წარმართები არამხოლოდ თვითონ უზორავდნენ კერპებს, სხვებსაც აიძულებდნენ მათთვის მსხვერპლის შეწირვას. ევედრებოდა უფალს ქრისტიანების დევნა შეწყვეტილიყო და თვითონ კი მრავალი მოაქცია ქრისტეს რწმენაზე. ერთხელაც, როცა კერპებს მსხვერპლად შესწირავდნენ, არა მხოლოდ პირუტყვს, ადამიანებსაც კი. წმინდა მოწამემ ვეღარ დაითმინა ამგვარი სახილველი. კერპთაყვანისმცემლებს შორის დადგა, სახალხოდ ამხილა ისინი, ხოლო მათ კერპებს ხე და ქვა უწოდა, რომელთაც საკუთარი თავის დახმარებაც კი არ შეუძლიათ. წმინდა მოწამე შეიპყრეს, ჯერ საშინლად სცემეს, მერე კი ქვებით ჩაქოლეს. იმპერატორ ბასილის თვენის მიხედვით, წმინდა მოწამე მაქსიმე დეციუსის დევნის დროს აღესრულა 250 წლის 14 მაისს.

ხატის წყარო.
ბეჭდვა
1კ1